wayground logo

Free Printable Worksheets

NEW

Font size

S
M
L
XL
Worksheets

40 -

Total questions: 20

Worksheet time: 10mins

Name
Class
Date
1.

უზნაძის თეორიის მიხედვით რა არის განწყობა?

a)

ფსიქიკური სინამდვილის ორგანიზაციის პირველადი ფორმა

b)

ფსიქიკური სინამდვილის ორგანიზაციის მეორადი ფორმა

c)

ცნობიერება

d)

განცდადი რეალობა

2.

უზნაძის თეორიის მიხედვით რა არის ქცევის მიზეზი?

a)

მოთხოვნილება

b)

მიზანი

c)

გარეზემოქმედება

d)

განწყობა

3.

ჩამონათვალიდან რომელი არ არის განწყობისთვის დამახასიათებელი?

a)

მთლიანობა

b)

გარკვეული აქტივობისკენ წინასწარი მიდრეკილება

c)

მოქმედების ტენდენცია

d)

იმპულსურობა

4.

უზნაძის აღნიშნავს, რომ განწყობა ქცევაზე მიზნის მსგავსადაც მოქმედებს რა აძლეს მას ამის თქმის უფლებას?

a)

ის, რომ განწყობა ინდივიდის სპეციფიკური მდგომარეობაა

b)

ის, რომ განწყობა გარკვეული ქცევის მზობა ან მიდრეკილებაა

c)

ის, რომ განწყობაში წინასწარაა მოცემული, რაც შემდეგში უნდა მოხდეს

d)

ის, რომ განწყობა სიტუაციის შესატყვისად მოდიფიცირებული მთლიანი სუბიქტის მდგომარეობაა

5.

განწყობის თეორიის მიხედვით, რა არის ქცევის მიზანშეწონილობის საფუძველი?

a)

გარემოს არანებისმიერი ზემოქმედება

b)

განწყობა

c)

მოთხოვნილება

d)

მიზანთა სისტემა

6.

რა ეწოდება ქცევას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას?

a)

მიზანშეწონილი ქცევა

b)

არამიზანშეწონილი ქცევა

c)

ენტელექსია

d)

ფსიქოიდი

7.

განწყობის თეორიის თვალსაზრისით რა არის ქცევა?

a)

განწყობის მოქმედებაში რეალიზება

b)

არარეალიზებული განწყობა

c)

მიზნების რეალიზება

d)

გადაწყვეტილებების მიღების პროცესი

8.

ჩამონათვალიდან რომელია განწყობის ფაქტორები?

a)

მოთხოვნილება და ნებელობა

b)

ზემოქმედება და არჩევანი

c)

მოთხოვნილება და სიტუაცია

d)

სიტუაციის სელექციური ასახვა

9.

რა წინაპირობა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ შეიქმნას განწყობა?

a)

მოთხოვნილება და მოთხოვნილების დამაკმაყოფილებებლი გარე სიტუაცია

b)

მოთხოვნილება და მოთხოვნილების დასაკმაყოფილებებლი ოპერაციული შესაძლებლობები

c)

მიზნები და ნებისყოფა

d)

გარე ზემოქმედების შესატყვისად სუბიექტის ,,მოდიფიცირება

10.

რა არის და როგორ ესმის მარბეს განწყობა?

a)

როგორც თნდაყოლილი ან კრიტიკული გამოცდილებით ფორმირებული, სუბიექტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობა

b)

როგორც ქცევის განზრახვა

c)

როგორც გარემოს ზემოქმედების ეფექტი

d)

სუბიექტში გადასული ობიექტური ვითარება

11.

განწყობის მარბესეულ განმარტებას უზნაძე არ იზიარებს, რადგან თვლის, რომ

a)

მარბესეული განწყობის ცნება, საკითხის მეტისმეტად გამარტივებული გაგებაა

b)

რადგან მარბესეული განწყობის ცნება სუბიექტური ფენომენია

c)

რადგან მარბესეული განწყობის ცნება ფსიქიკის მთლიანი მუშაობის ფუნქციას წარმოადგენს

d)

რადგან მარბესეული განწყობის ცნება სინამდვილის ობიექტურ ასახვას ემსახურება

12.

განწყობის თეორიის თანახმად, ქცევის ან აქტივობის ფორმულა ასეთია:

a)

გარემო ----> მოთხოვნილება---> ქცევა

b)

მოთხოვნილება ----> ქცევა

c)

გარემო ----> ქცევა

d)

გარემო -----> სუბიექტი -----> ქცევა

13.

განწყობის რომელი სახეები გამოყო უზნაძემ?

a)

სიტუაციური და ფიქსირებული

b)

სოციალური და მოტორული

c)

მოტორული და აქტუალური

d)

სენსორული და დისპოზიციური

14.

რას უწოდებს, უზნაძე, რეალიზებულ ხელახალი ატუალიზაციის სახით შენახულ განწყობას?

a)

სიტუაციურ განწყობას

b)

სიტუაციურ-დისპოზიციურ განწყობას

c)

ფიქსირებულ განწყობას

d)

სენსომოტორულ განწყობას

15.

რა არის ფიქსირებული განწყობა?

a)

ბლოკირებული განწყობა

b)

არარეალიზებული განწყობა

c)

რეალიზებული და ხელახალი აქტუალიზაციის მზაობის სახით შემონახულ განწყობას

d)

მოთხოვნილებების ციკლურობა ანუ განმეორებადობა

16.

რა არის ფიქსირებული განწყობის შექმნის პირობა?

a)

ერთი და იგივე განწყობის ცნობიერებაში ხშირი რეალიზება

b)

ერთი და იგივე განწყობის ქცევაში ხელახალი რეალიზება

c)

მოთხოვნილებათა ციკლურობა ანუ განმეორებადობა

d)

გარემოს ზემოქმედების ინტენსიფიკაცია

17.

ჩამონათვალში რომელია ადამიანთან განწყობის მაფორმირებელი ფაქტორები?

a)

მოთხოვნილება და აქტუალური იმპულსის სირუაცია

b)

მიზანი და აქტუალური სიტუაციის იმპულსი

c)

მოთხოვნილება და გაცნობიერებული წარმოსახული სიტუაცია

d)

მოთხოვნიება და წარმოსახვა

18.

რა არის აღქმის ილუზია?

a)

რეალობის სიტუაციური განწყობის საფუძველზე ასახვის ეფექტი

b)

რეალობის აქტუალური განწყობის საფუძველზე ასახვის ეფექტი

c)

რეალობის ფიქსირებული განწყობის საფუძველზე ასახვის ეფექტი

d)

რეალობის აღქმის უუნარობა

19.

რა განასხვავებს ადამიანთან განწყობას ცხოველთან განწყობისგან?

a)

განწყობის ქმნადობა ანუ შექმნის პირობები

b)

განწყობის რეალიზების პროცესი

c)

განწყობის შეცვლის პირობები

d)

არცერთი პასუხი არ არის სწორი

20.

რას უწოდებენ ასიმილაციურ ილუზიას?

a)

საგანწყობო ცდაში ექსპონირებული ობიექტების მიმართების მსგავს შეფასებას

b)

საგანწყობო ცდაში ექსპონირებული ობიექტების მიმართების საპირისპირო შეფასებას

c)

კრიტიკულ ცდაში ტოლობის მიმართების უტოლობად განცდას

d)

კრიტიკულ ცდაში ექსპონირებული ტოლი რელატების შეფასებას