Wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ამინომჟავები, პეპტიდები

Total questions: 15

Worksheet time: 9mins

Name
Class
Date
1.

ამინომჟავები ნაერთებია, რომელთა მოლეკულები ერთდროულად შეიცავს...

a)

ალდეჰიდო ჯგუფსა და ამინოჯგუფს.

b)

კარბოქსილის ჯგუფსა და დიაზოჯგუფს.

c)

კარბოქსილის ჯგუფსა და ამინოჯგუფს

d)

ოქსო ჯგუფსა და ამინოჯგუფს.

2.

როგორი ბმით უკავშირდება ერთმანეთს ამინომჟავები?

a)

იონური ბმით

b)

კოვალენტური ბმით

c)

წყალბადური ბმით

d)

მეტალური ბმით

3.

რომელი ამინომჟავა გვხვდება ცილების შემადგენლობაში?

a)

მხოლოდ ალფა-ამინომჟავები

b)

მხოლოდ ბეტა-ამინომჟავები.

c)

როგორ ალფა- ისე ბეტა ამინომჟავები

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

4.

    რა წარმოადგენს ცხოველური ორგანიზმებისთვის α - ამინომჟავების ძირითად წყაროს?

a)

ცხიმები

b)

ცილები

c)

ფერმენტები

d)

ვიტამინები

5.

რატომ უწოდებენ ზოგიერთ ამინომჟავას შეუცვლელს?

a)

ორგანიზმში არ წარმოიქმნება და გარედან ხვდება

b)

წარმოიქმნება ორგანიზმში, მაგრამ ვერ შეითვისება

c)

ორგანიზმში ცხიმების დაშლით წარმოიქმნება

d)

ყველა პასუხი სწორია

6.

აირჩიეთ რომელია შეუცვლელი ამინომჟავები?

a)

ვალინი

b)

სერინი

c)

იზოლეიცინი

d)

ცისტეინი

e)

გლიცინი

7.

რომელი არ არის შეუცვლელი ამინომჟავა?

a)

ტრეონინი

b)

მეთიონინი

c)

პროლინი

d)

თიროზინი

e)

ფენილალანინი

8.

ჩამოთვალეთ α-ამინომჟავების ფიზიკური თვისებები

a)

α-ამინომჟავები წყალში ხსნადია

b)

α-ამინომჟავები წყალში უხსნადია

c)

ცუდად იხსნება  არაპოლარულ ორგანულ გამხსნელებში

d)

კარგად იხსნება  არაპოლარულ ორგანულ გამხსნელებში

e)

მრავალ მათგანს    ტკბილი გემო აქვს

9.

როგორი ნაერთებია პეპტიდები?

a)

ნაერთებია, რომლებიც აგებულია კარბონმჟავების ნაშთებისაგან

b)

ნაერთებია, რომლებიც აგებულია ამინომჟავების ნაშთებისაგან

c)

ნაერთებია, რომლებიც აგებულია ცილების ნაშთებისაგან

d)

ნაერთებია, რომლებიც აგებულია მინერალური მჟავების ნაშთებისაგან

10.

პეპტიდებს ყოფენ...

a)

ოლიგოპეპტიდებად

b)

პოლიპეპტიდებად

c)

მონოპეპტიდებად

d)

ტრანსპეპტიდებად

e)

ცისპეპტიდებად

11.

რასთან არის დაკავშირებული პეპტიდების წარმოქმნა?

a)

ბეტა-ამინომჟავების პოლიკონდენსაციის უნართან

b)

α-ამინომჟავების პოლიკონდენსაციის უნართან

c)

α-ამინომჟავების ჰიდრატაციის უნართან

d)

ბეტა-ამინომჟავების ოქსიდაციის უნართან

12.

როგორ უკავშირდება ამინომჟავები ერთმანეთს პეპტიდებსა და ცილებში?

a)

სულფიდური ბმებით

b)

წყალბადური ბმებით,

c)

იონური ბმებით,

d)

არც ერთი პასუხი არ არის სწორი

13.

პეპტიდური ბმა წარმოიქმნება...

a)

მეორე ბეტა-ამინომჟავას კარბოქსილის ხარჯზე

b)

ერთი ამინომჟავის კარბოქსილის ჯგუფისა და

c)

ერთი ამინომჟავის ამინო ჯგუფისა და

d)

მეორე α-ამინოჯგუფის ხარჯზე

e)

არც ერთი პასუხი არა არის სწორი

14.

  რამდენ ამინომჟავას შეიძლება შეიცავდეს პეპტიდები და ცილები?

a)

პეპტიდები შეიცავს ოცდაათამდე ამინომჟავას, ხოლო ცილები - ოცდაათზე მეტს

b)

პეპტიდები შეიცავს ოცამდე ამინომჟავას, ხოლო ცილები - ოცზე მეტს

c)

პეპტიდები შეიცავს ასამდე ამინომჟავას, ხოლო ცილები - ასზე მეტს

d)

პეპტიდები შეიცავს ოთხმოცამდე ამინომჟავას, ხოლო ცილები -ოთხმოცზე მეტს

15.

დაასახელეთ პეპტიდები, რომლებიც მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა.

a)

ლიზინი

b)

მეთიონინი

c)

შარდმჟავა

d)

ინსულინი

e)

გლუკაგონი