wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

ანტიკური საბერძნეთი, აქემენიანთა სპარსეთი და იბერია

Total questions: 20

Worksheet time: 11mins

Name
Class
Date
1.

ჩამოთვლილთაგან რომელი ქალაქები მიეკუთვნება ბერძნულ სამყაროს?

a)

ათენი, სპარტა, პლატეა, კორინთო

b)

ბაბილონი, იერუსალიმი, ეფესო

c)

დმანისი, პერსეპოლისი, დელფი

2.

რა პროცესია გამოსახული რუკაზე?

a)

ალექსანდრეს ლაშქრობები

b)

ბერძენ-სპარსელთა ომები

c)

ბერძნული კოლონიზაცია

3.

რას ნიშნავს ტერმინი კოლონიზაცია?

a)

ბერძენთა მიერ სპარსების დამარცხება

b)

ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შემდგომ სახელმწიფოთა წარმოშობა

c)

ბერძენი ზღვაოსნების მიერ ქვეყნის გარეთ, ახალ ტერიტორიებზე დასახლების შექმნა

4.

რომელ საუკუნეებში მიმდინარეობდა ბერძნული კოლონიზაცია?

a)

ძვ.წ. III-II სს.

b)

ძვ.წ. VIII-VI სს.

c)

ძვ.წ. X-IX სს.

5.

რას ნიშნავს ტერმინი პოლისი?

a)

ბერძნული დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო თავისი კანონებით

b)

სპარსი ქვეითებისა და მხედრების სამხედრო წყობა

c)

ქალაქის სახელწოდება

6.

ალექსანდრე მაკედონელის მამის სახელი

(a)  

7.

რომელ საუკუნეში იყო ბერძენ-სპარსელთა ომები?

a)

ძვ.წ. IV ს.

b)

ძვ.წ. V ს.

c)

ძვ.წ. VII ს.

8.

ჩამოთვლილთაგან რომელი ბრძოლა არ მომხდარა სპარსეთსა და ალექსანდრეს იმპერიას შორის?

a)

გავგამელას ბრძოლა

b)

ისოსის ბრძოლა

c)

მარათონის ბრძოლა

9.

რომელ ბრძოლაში მონაწილეობდა სამასი სპარტელი სპარსეთის წინააღმდეგ?

a)

თერმოპილეს ბრძოლა

b)

სალამინის ბრძოლა

c)

მარათონის ბრძოლა

10.

ვინ იყო აქემენიანთა სპარსეთის მმართველი ალექსანდრე დიდთან ბრძოლის დროს?

a)

ქსერქსე

b)

კამბიზ მეორე

c)

დარიოს მესამე

11.

მერამდენე საუკუნეში მოღვაწეობდა ალექსანდრე მაკედონელი?

a)

ძვ. წ. V ს.

b)

ძვ. წ. VI ს

c)

ძვ. წ. IV ს

12.

რა ერქვა ბერძენ ქვეით მეომარს?

a)

კატაპულტა

b)

ჰოპლიტი

c)

პოლისი

13.

რა პროცესია გამოსახული ფოტოზე?

a)

ალექსანდრე დიდის ლაშქრობა სპარსეთში

b)

ბერძნული კოლონიზაცია

c)

ბერძნულ ქალაქებსა და სპარსეთ შორის ომი

14.

ჩამოთვლილთაგან, რომელი იყო საზღვაო ბრძოლა?

a)

სალამინი

b)

თერმოპილე

c)

მარათონი

15.

რას აღნიშნავს ტერმინი ელინიზმი

a)

ბერძნული ღმერთების თაყვანსაცემ ადგილს

b)

ბერძნული კულტურის გავრცელებას აზიაში

c)

აქემენიანთა სპარსეთის ოფიციალურ ენას

16.

რომელ მმართველს უკავშირდება აქემენიანთა სპარსეთის სატრაპიებად დაყოფა, გზების გაყვანა და ოფიციალური მიმოწერის ენად არამეულის გამოცხადება?

a)

ქსერქსე

b)

დარიოს პირველი

c)

დარიოს მესამე

17.

რისი აღწერაა მოცემულ ტექსტში - მეომრები რიგში ჩამწკრივებულები იდგნენ, თითოეულს შუბი და ფარი ეჭირა, უკან მდგომი ადამიანების შუბი უფრო გრძელი იყო. ამ რიგებს გვერდით მხედრები მიუყვებოდნენ.

a)

მაკედონური ფალანგა

b)

რომაული კუს მწყობრი

c)

სპარსი "უკვდავთა არმიის" განლაგება

18.

რა პროცესია გამოსახული ფოტოზე?

a)

ალექსანდრე დიდის ლაშქრობები

b)

ფარნავაზისა და აზოს ბრძოლა

c)

ქსერქსეს ჯარების გადასვლა ბერძნულ ტერიტორიებზე

19.

რომელი წყაროებიდან ვიგებთ ქართლის სამეფოს წარმოშობის შესახებ?

a)

"ანაბასისი" "გეოგრაფია"

b)

"მოქცევაი ქართლისაი" "ქართლის ცხოვრება"

c)

"ისტორია" ტიგლათფილესერ პირველის წარწერა

20.

რა რეფორმები წამოიწყო ფარნავაზმა ქართლის სამეფოში?

a)

ქართლის სამეფოს საერისთავოებად დაყოფა, არმაზის კერპის შემოღება

b)

გაცისა და გაიმის კერპის შემოღება, მცხეთის გალავნის დანგრევა

c)

გზების გაყვანა, სამეფო სასახლეების მშენებლობა