Worksheetsექსპანსია
Total questions: 15
Worksheet time: 8mins
რა პროცესია გამოსახული რუკაზე?
ბერძნულ-სპარსული ომები
რომის დაპყრობითი ომები
აქემენიანთა ირანი სატრაპიებად დაყოფა
რომის დაპყრობილ ტერიტორიებზე რომელი თანამედროვე სახელმწიფოები მდებარეობს?
ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ეგვიპტე, თურქეთი
ეთიოპია, შვედეთი, საბერძნეთი, ფინეთი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, ირანი, ინდოეთი
რომელ სახელმწიფოებს შორის ბრძოლას ეწოდება "პუნიკური ომები"?
საბერძნეთსა და რომს შორის
აქემენიანთა ირანსა და მაკედონიას შორის
რომსა და კართაგენს შორის
რომელი თანამედროვე სახელმწიფო მდებარეობს კართაგენის ადგილას?
ტუნისი
სომალი
მაროკო
რომელ საუკუნეებში მიმდინარეობდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის "პუნიკური ომები"?
ძვ.წ. IV-III სს.
ძვ.წ. I - ახ. წ. I სს.
ძვ.წ. III-II სს.
მართალია, თუ არა, რომ რომაელები კართაგენელებს პუნებს უწოდებდნენ ?
არ ვიცი
დიახ
არა
მართალია, თუ არა, რომ რომი იბრძოდა კართაგენელების წინააღმდეგ, ამ ბრძოლად პუნიკური ომები ეწოდა და საბოლოოდ რომის გამარჯვებით დასრულდა. რომმა დაიკავა აფრიკის ჩრდილოეთ ტერიტორია.
დიახ
არა
არ ვიცი
რას ნიშნავს ტრიუმფი?
ძველი რომაელების მარმარილოსგან დამზადებული ქანდაკებები, რომელიც ქალაქის ქუჩებში იდგა.
რომაელი სარდლებისა და ჯარისკაცებისათვის გამარჯვების შემდგომ ქალაქში დაბრუნებისას, საზეიმო შეხვედრის მოწყობა, ე.წ გამარჯვების აღნიშნვა.
მთა, რომელზეც რომაელთა წარმოდგენით მათი ღმერთები ცხოვრობდნენ და განაგებდნენ სამყაროს ბედ-იღბალს.
როდის აწყობდნენ რომაელები ტრიუმფს?
ომში გამარჯვების შემდგომ
ღვთაებათა თაყვანსაცემად, ომში წასვლამდე
გვალვის დროს, წვიმისა და მიწის ნაყოფიერებისთვის
მართალია, თუ არა, რომ რომაული არმიის ძირითად ნაწილს მძიმედ შეიარაღებული ქვეითები შეადგენდნენ, რომლებიც ლეგიონებად იყვნენ დაყოფილი. თითოეულ ლეგიონში 5-6 ათასი მეომარი შედიოდა.
დიახ
არა
არ ვიცი
რა დანადგარია მოცემული ფოტოზე?
კატაპულტი
დამცავი გალავანი
საალყო კოშკი
რას წარმოადგენს რომაული ლეგიონი?
თანამდებობა რომის რესპუბლიკაში
ომის ღვთაება
რომაული არმის დანაყოფი
რით იყო შეიარაღებული რომაელი ქვეითი?
ორლესული მახვილი, გრძელი შუბი, ფარი. თავდაცვისთვის მუზარადები, ტყავის აბჯარი.
დაშნა, ფარი. თავზე ჩაფხუტი და ჯაჭვის პერანგი
მშვილდ-ისარი, მახვილი, ჰოპლონი. თავდაცვისთვის ვერცხლის აბჯარი
რას ნიშნავს ბალისტა?
რომაელთა გამარჯვების აღსანიშნავად გამართული ზეიმი
საალყო მანქანა, რომლის დახმარებითაც ისროდნენ ქვებსა და ცეცხლმოკიდებულ კასრებს
იგივე ღუზა
რა მწყობრია მოცემული ფოტოზე?
რომაული ფალანგა
რომაული კუს მწყობრი
ბერძნული ფალანგა
