NEW
Font size
WorksheetsConstitutional Control and Litigation
Total questions: 13
Worksheet time: 13mins
1. რამდენი წევრისაგან შედგება საკონსტიტუციო სასამართლო?
6
8
12
18
არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
2. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე?
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
3. როგორია საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა?
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეს ყოველთვის განიხილავს პლენუმი, 9 მოსამართლის შემადგენლობით.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და სამი კოლეგიისაგან.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ორი კოლეგიისაგან.
4. ქვემოთ ჩამოთვლილი მსჯელობებიდან რომელია სწორი?
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში შედის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის სამი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის ორი მოადგილე.
5. ვინ ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს?
საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. რომელი მსჯელობაა სწორი?
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობაზე ინიშნება უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.
არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
7. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მსჯელობაა მცდარი?
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა 5 წლის ვადით. სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.
თუ არჩევის მომენტისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ან მისი მოადგილეობის კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წელზე ნაკლებია დარჩენილი, ის თანამდებობაზე არ აირჩევა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა წევრმა შეიძლება ხელი მოაწეროს მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენას.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.
8. ვინ უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომებს?
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
საკონსტიტუციო სასამართლოს უხუცესი მოსამართლე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.
მომხსენებელი მოსამართლე.
9. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება?
წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტს და აპარატის დებულებას. რეგლამენტსა და აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მოთხოვნის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს.
ანაწილებს საქმეებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომისთვის ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს.
წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს პლენუმს, უძღვება მის სხდომებს, ხელს აწერს პლენუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, განჩინებას, დასკვნას, საოქმო ჩანაწერსა და სხდომის ოქმს; ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში სტაჟირების გავლის წესს.
ერთპიროვნულად წყვეტს კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის საკითხს, რაც ერთჯერადად შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანთან.
10. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი საქმე?
საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები.
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე − დავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ.
დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ.
საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე იმ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმება, რომელიც, საერთო სასამართლოს მოსამართლის აზრით, არღვევს კონსტიტუციას.
საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხი.
11. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი საქმე არ არის პლენუმის განსჯადი?
დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ.
საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხი.
საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი, როდესაც დავის საგანს არ წარმოადგენს ორგანული კანონი.
12. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობა არ არის სწორი?
საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას.
თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო.
საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ამ საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილე მოსამართლეებს. თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, საქმის განხილვა თავიდან იწყება.
13. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება უფლებამოსილება. დასახელებული მუხლის რომელი ნორმატიული შინაარსი ცნო საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად?
ძალადაკარგულია მე-18 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული მოსამართლე წარმოადგენს მომხსენებელ მოსამართლეს სხვა მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც მის წარმოებაშია და რომლის განხილვაც არ დასრულებულა.
ძალადაკარგულია მე-18 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ კანონით დადგენილ ვადაში არ აირჩია/დანიშნა ახალი წევრი.
ძალადაკარგულია მე-18 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ კანონით დადგენილ ვადაში არ აირჩია/დანიშნა ახალი წევრი და ეს სათანადო კვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელს ხდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებას.
არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
