Worksheetsმესამე სემინარი - ქარტია
Total questions: 15
Worksheet time: 39mins
საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპები ამოიღო საქართველოს კონსტიტუციიდან და ასევე გააუქმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
იმსჯელეთ საქართველოს პარლამენტის ქმედებები შეესაბამება თუ არა ქარტიას.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც განსაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოები აირჩეოდა საქართველოს მთავრობის მიერ.
იმსჯელეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შეესაბამება თუ არა ქარტიას.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის შესაბამისადაც განსაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტებს კანონის ფარგლებში, არ აქვთ თავისუფლება განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან ან რომელიც მინიჭებული არ აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს.
იმსჯელეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ქარტიასთან შესაბამისობაზე.
საქართველოს პარლამენტმა გამოსცა კანონი, რომელშიც განსაზღვრა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და მიუთითა, რომ ეს უფლებამოსილებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
იმსჯელეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ქარტიასთან შესაბამისობაზე.
საქართველოს მთავრობამ სკოლების მოვლა-შენახვის უფლებამოსილების დელეგირება განახორციელა მუნიციპალიტეტებზე, ასევე მიუთითა, რომ ამ უფლების განხორცილება შეზღუდული იყო და მუნიციპალიტეტს ყველა საკითხი უნდა შეეთანხმებინა განათლების სამინისტროსთან.
იმსჯელეთ მთავრობის ქმედების ქარტიასთან შესაბამისობაზე.
საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა მუნიციპალიტეტისათვის ახალი უფლებამოსილების დამატება, კერძოდ დაუმატა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობის უფლებამოსილება. მუნიციპალიტეტებს აღნიშნული ფარგლებში გამოცდილება არ ჰქონდათ და ითხოვეს კონსულტაცია. პარლამენტმა მათ უარი უთხრა და უპასუხა, რომ თვითონ უნდა დაეგეგმათ ღონისძიებები.
იმსჯელეთ პარლამენტის ქმედების ქარტიასთან შესაბამისობაზე.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების შესახებ. მთავრობამ კონსულტაცია გამართა მხოლოდ მთავრობის წევრებთან.
იმსჯელეთ მთავრობის ქმედების ქარტიასთან შესაბამისობაზე.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის შესაბამისადაც განსაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტის მოხელეებს არ აუნაზღაურდებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს გაწეული ხარჯები.
იმსჯელეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ქარტიასთან შესაბამისობაზე.
საქართველოს მთვრობამ მოახდინა ცხოველის გარემოდან ამოღების უფლებამოსილების დელეგირება ჭიათურის მუნიციპალიტეტზე, ხოლო ზედამხედველობის განმახორციელებლად ამ უფლებამოსილებაზე განსაზღვრა საჩხერის მუნიციპალიტეტი.
იმსჯელეთ მთავრობის ქმედების ქარტიასთან შესაბამისობაზე.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც განსაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტების ორგანოებს არ გააჩნიათ საკუთრი ფინანსური სახსრები და მათ მხოლოდ მთავრობა გამოუყოფს ფინანსურ რესურსებს.
იმსჯელეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ქარტიასთან შესაბამისობაზე.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის შესაბამისადაც განსაზღვრა, რომ ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში და მუნიციპალიტეტებს მათი გამოყენების უფლება არ ჰქონდათ.
იმსჯელეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ქარტიასთან შესაბამისობაზე.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის შესაბამისადაც განსაზღვრა, რომ ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებულია იზრუნოს მის ფინანსურ მდგომარეობაზე და არ მოხდება ნაკლები ფინანსური რესურსი მქონე მუნიციპალიტეტებისათვის რაიმე სახის დახმარების გაწევა ფინანსური კუთხით.
იმსჯელეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ქარტიასთან შესაბამისობაზე.
რა სახის სამართლებრივი დოკუმენტია ევროპული ქარტია საქართველოს კანონმდებლობაში?
როდიდან გახდა ევროპული ქარტია საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი?
ვის მიერ არის მიღებული ევროპული ქარტია?
