wayground logo

Free Printable Worksheets

Font size

S
M
L
XL
Worksheets

არაბები

Total questions: 25

Worksheet time: 11mins

Name
Class
Date
1.

ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობა არ არის მართებული:

a)

არაბები მომთაბარე ტომებად ცხოვრობდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე

b)

მომთაბარე არაბი ბედუინები წარმართები იყვნენ ისლამამდელ პერიოდში

c)

არაბეთი ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდა ისლამდელ პერიოდში

d)

არაბეთის ნახევარკუნძულზე მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქებს წარმოადგენდა მექა და იასრიბი

2.

რომელი მსჯელობაა მართებული მუჰამედის შესახებ?

a)

მუჰამედი მდიდარი ვაჭრის ოჯახში დაიბადა

b)

მუჰამედმა თავისი რელიგიური იდეები იუდაიზმისა და ქრისტიანობის საფუძველზე შექმნა

c)

გადმოცემის მიხედვით, მუჰამედი ალაჰის სიტყვებს მოსესგან ისმენდა

d)

მუჰამედი მრავალღმერთიანობის იდეას ქადაგებდა მექაში

3.

რა მნიშვნელობას ატარებს 622 წელი მუსლიმებისთვის?

a)

ამ წელს მუჰამედი დაიბადა და ეს წელი მუსლიმური კალენდრის დასაბამად ითვლება

b)

ამ წელს მუჰამედმა დაიპყრო მექა და ეს წელი მუსლიმური კალენდრის დასაბამად ითვლება

c)

ამ წელს მუჰამედი გარდაიცვალა და ეს წელი მუსლიმური კალენდრის დასაბამად ითვლება

d)

ამ წელს მუჰამედი გადასახლდა ქალაქ იასრიბში/მედინაში და ეს წელი მუსლიმური კალენდრის დასაბამად ითვლება

4.

რატომ გახდა იძულებული მუჰამედი მექადან მედინაში გადასულიყო?

a)

მექელებმა მისი მკვლელობა დაგეგმეს

b)

მედინაში უფრო ფართო ასპარეზს ხედავდა

c)

მუჰამედის ქადაგებას მექაში დიდი წინააღმდეგობა მოყვა

d)

მექელები მის ქადაგებას ვერ ხვდებოდნენ

5.

ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობა არ არის მართებული:

a)

მუჰამედი მედინაში მქადაგებლიდან გადაიქცა თემის ლიდერად

b)

მუჰამედმა მედინას მაცხოვრებლებს მხოლოდ ისლამის აღიარება მოსთხოვა

c)

მუჰამედმა მედინაში ჩამოაყალიბა ისლამის ძირითადი დოგმები

d)

მედინელებმა ადვილად მიიღეს ისლამი

6.

სახელმწიფოს მართვის როგორი იდეა ჩამოაყალიბა მუჰამედმა?

a)

დემოკრატიული

b)

თეოკრატიული

c)

ანარქისტული

d)

ოლიგარქიული

7.

630 წელს მუჰამედმა აიღო ქალაქი მექა, რის შემდეგაც?

a)

იერუსალიმმა დაკარგა რელიგიური ცენტრის მნიშვნელობა

b)

მექიდან სხვა რელიგიის ადამიანები გადაასახლა

c)

მექა გამოცხადდა ისლამის რელიგიურ ცენტრად

d)

ყველა პასუხი სწორია

8.

632 წელს მუჰამედი გარდაიცვალა, რა იყო ის მნიშვნელოვანი შედეგები რომელსაც მან მიაღწია?

a)

დაიპყრო ესპანეთი და დაარსა კორდოვას საამირო

b)

არაბი ტომები გააერთიანა ერთი რელიგიის ისლამის გარშემო და შექმნია ერთიანი არაბთა სახელმწიფო

c)

დაიპყრო ახლო აღმოსავლეთი, სპარსეთი და ეგვიპტე

d)

დააარსა ახალი რელიგია იუდაიზმი

9.

მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ ხალიფას ადგილი დაიკავა

a)

ომანმა

b)

აბუ- ბაქრმა

c)

ოსმანმა

d)

ალიმ

10.

რა თანამდებობა იყო ხალიფა, რომელიც არაბულად მემკვიდრეს, მოადგილეს ნიშნავს:

a)

ის იყო მხედართმთავარი არაბულ სახელწმიფოში

b)

ის იყო საერო ხელისუფალი არაბულ სახელწმიფოში

c)

ის იყო როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფალი არაბულ სახელწმიფოში

d)

ის იყო სასულიერო ხელისუფალი არაბულ სახელწმიფოში

11.

პირველ ოთხ მართლმორწმუნე ხალიფად მიიჩნევენ:

a)

აბუ-ბაქრი, ომანი, მურვანი, ალი

b)

ჰაბიბი, ომანი, ბუღა, ალი

c)

აბუ-ბაქრი, მუავია, ომარი, ოსმანი

d)

აბუ-ბაქრი, ომარი, ოსმანი, ალი

12.

ისლამი მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ ორ მიმდინარეობად სუნიზმად და შიიზმად გაიყო, სუნიტები თვლიან, რომ:

a)

მუსლიმთა სულიერი ლიდერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავისი თვისებებით და ცოდნით ამას იმსახურებს

b)

მუსლიმთა სულიერი ლიდერი შეიძლება გახდეს მხოლოდ მუჰამედის ნათესავი, რათა კავშირი არ გაწყდეს ღმერთთან

c)

მუსლიმთა სულიერი ლიდერი შეიძლება გახდეს მხოლოდ წარმოშობით არაბი

d)

მუსლიმთა სულიერი ლიდერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რელიგიის ადამიანი, რომელსაც ღმერთის არსებობის სწამს

13.

მუჰამედის შვილიშვილის (ალის ვაჟის) ჰუსეინის მკვლელობის შემდეგ რომელი დინასტია მოდის არაბთა სახალიფოს სათავეში 661 წელს და ვინ არის მისი დამაარსებელი?

a)

კასიმიანები, დამაარსებელი აბული

b)

აბასიანები, დამაარსებელი ალ რაშიდი

c)

ომაიანები, დამაარსებელი მუავია

d)

აღბუღები დამაარსებელი ბუღა

14.

რამ განაპირობა არაბის დაპყრობითი ომების წარმატება?

a)

არაბი მეომრების საბრძოლო ენთუზიაზმმა

b)

ლოიალურმა პოლიტიკამ დაპყრობილი ხალხების მიმართ:დაბალმა გადასახადებმა და რელიგიურმა ტოლერანტობამ

c)

ძლიერი მოწინააღმდეგის არარსებობამ

d)

ყველა პასუხი სწორია

15.

რა ერქვა არაბულ გადასახადს?

a)

ჯიჰადი

b)

ჰიჯრა

c)

ჯიზია

d)

ქააბა

16.

რა დოკუმენტს აფორმებდნენ არაბები დამორჩილებულ ხალხებთან?

a)

შეთანხმების დეკრეტს

b)

კონკორდატს

c)

თავისუფლების ქარტიას

d)

დაცვის სიგელს

17.

რომელი ტომები დაიმორჩილეს არაბებმა აფრიკის კონტინენტზე?

a)

აკამბელები

b)

კონგოელები

c)

ბერბერები

d)

კართაგენელები

18.

ომაიანების დინაასტიის მმართველობისას (661 -750) არაბთა სახალიფო:

a)

ხალიფა ნომინალურ ფუნქციას ასრულებდა

b)

ცდილობდა სახალიფოს სრულ ისლამიზაციას

c)

ცდილობდა შეენარჩუნებინა სოციალური ბარიერი არაბებსა და არაარაბებს შორის

d)

ყველა პასუხი სწორია

19.

750 წლიდან 1258 წლამდე სახალიფოს სათავეში აბასიანების დინასტია მოდის, აბასიანების მმართველობისთვის დამახასიათებელია:

a)

სახალიფოში სპარსელების აღზევება იწყება

b)

იწყება სახალიფოს ისლამიზაცია და არაბიზაცია

c)

ხალიფა ხდება ავტოკრატი მმართველი, რომელიც ორგანიზებული ბიუროკრატიული აპარატით მართავს იმპერიას

d)

ყველა პასუხი სწორია

20.

აბასიანებმა სახალიფოს დედაქალაქად გამოაცხადეს:

a)

ბაბილონი

b)

ქტესიფონი

c)

დამასკო

d)

ბაღდადი

21.

რომელი აბასიანი ხალიფას მმართველობა ითვლება სახალიფოს ოქროს ხანად?

a)

ჰაბიბ იბნ - მასლამას

b)

ჰარუნ არ-რაშიდის

c)

ჰარუნ ალ-არაბის

d)

ალ-ტარიკის

22.

946 წელს სპარსელებმა აიღეს სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადი, რა მოყვა ამ ფაქტს?

a)

სპარსელებმა დაიმორჩილეს არაბები

b)

ხალიფას თანამდებობა გაუქმდა

c)

სახალიფო სრულად დაიშალა

d)

ამის შემდეგ ხალიფა იმპერიის ნომინალური მმართველი გახდა

23.

რომელი საამირო შეიქმნა პირენეის ნახევარკუნძულზე მე-8 საუკუნეში?

a)

კორდობას საამირო

b)

ესპანეთის საამირო

c)

კასტილიის საამირო

d)

ანდალუზიის საამირო

24.

საბოლოოდ როდის გათავისუფლდა ესპანეთი მუსლიმებისგან და დაუბრუნდა ქრისტიანებს?

a)

მე-15 საუკუნიდან

b)

მე-14 საუკუნიდან

c)

მე-13 საუკუნიდან

d)

მე-11 საუკუნიდან

25.

არაბების ინტერესმა მედიცინის, ფილოსოფიის, ზოგადად მეცნიერების მიმათ რა სარგებელი მოუტანა ევროპელებს?

a)

არაბული ენა მთელს მსოფლიოში უპირველეს ენად იქცა

b)

ერთიანი ვალუტა შეიქმნა

c)

არაბებისგან გაიგეს ევროპელებმა მივიწყებული ანტიკური ხანის მოღვაწეების და ცოდნის შესახებ

d)

ყველა პასუხი სწორია