Font size
Worksheetsმაკროეკონომიკა 2 თავი
Total questions: 12
Worksheet time: 14mins
დავუშვათ, ნომინალური GDP შემცირდა მოცემული წლის განმავლობაში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ყოველთვის ჭეშმარიტებაა, რომ:
რეალური GDP შემცირდა მოცემული წლის განმავლობაში
GDP -ის დეფლატორი შემცირდა მოცემული წლის განმავლობაში
რეალური GDP და/ან GDP დეფლატორი შემცირდა მოცემული წლის განმავლობაში
როგორც რეალური GDP აისე GDP დეფლატორი შემცირდა მოცემული წლის განმავლობაშ
დავუშვათ, ნომინალური GDP გაიზარდა 5%-ით 2006 წელს (2005 წლის დონესთან შედარებით). ამ ინფორმაციის საფუძველზე დანამდვილებით ვიცით, რომ:
აგრეგირებული ფასების დონე (ე.ი., GDP-ის დეფლატორი) გაიზარდა 2006 წელს
რეალური GDP გაიზარდა 2006 წელს
ორივე, აგრეგირებული ფასების დონე და რეალური GDP გაიზარდა 2006 წელს
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მეტი ინფორმაციაა საჭირო
დავუშვათ, ნომინალური GDP 1990 წელს იყო ნაკლები, ვიდრე რეალური GDP 1990 წელს. ამ ინფორმაციის საფუძველზე დანამდვილებით ვიცით, რომ
ფასების დონე (ე.ი., GDP-ის დეფლატორი) 1990 წელს იყო უფრო დიდი, ვიდრე საბაზისო წელს
ფასების დონე 1990 წელს ნაკლები იყო, ვიდრე ფასების დონე საბაზისო წელს
. რეალური GDP 1990 წელს ნაკლები იყო, ვიდრე რეალური GDP საბაზისო წელს
რეალური GDP 1990 წელს უფრო დიდი იყო, ვიდრე რეალური GDP საბაზისო წელს
ფოლადის კომპანია
შემოსავლები გაყიდვებიდან $600
დანახარჯები (ხელფასი) $440
მოგება $160
კარტოფილის კომპანია
შემოსავლები გაყიდვებიდან $400
დანახარჯები (ხელფასი) $260
მოგება $140
ავტომობილის კომპანია
შემოსავლები გაყიდვებიდან $2000
დანახარჯები
(ხელფასი) $1200
(საბურავების შეძენა) $600
მოგება 200
დამატებული ღირებულება, რომელიც შექმნილია ავტომობილის მწარმოებელი კომპანიის მიერ, არის:
1400
200
800
1200
დამატებული ღირებულება, რომელიც შექმნილია კარტოფილის მწარმოებელი კომპანიის მიერ, არის:
140
260
400
120
ამ ეკონომიკისათვის GDP შეადგენს:
3000
500
2400
2000
ჰედონიკური ფასდადება გამოყენებულია
ნომინალური ღირებულების რეალურ ღირებულებაში კონვერტაციისათვის
განსხვავების გამოსათვლელად ნომინალურ და რეალურ GDP-ის შორის
GDP-ის დეფლატორში ცვლილების ტემპის გასაზომად
საქონლების ფასის კორექტირებისთვის მათი მახასიათებლებში ცვლილებების გამო
დავუშვათ, ეკონომიკის შესახებ გაგაჩნიათ შემდეგი ინფორმაცია: ეკონომიკაში არსებობს 200 მლნ შრომის ასაკში მყოფი ინდივიდი. ამ 200 მლნ-დან 100 მლნ მიმდინარე პერიოდში მუშაობს, 20 მლნ ეძებს სამუშაოს, 20 მლნ-მა შეწყვიტა სამუშაოს ძებნა 2 თვის წინათ, ხოლო დარჩენილ 60 მლნ-ს არ სურს მუშაობა.
სამუშაო ძალის რაოდენობა ამ ეკონომიკაში არის:
200მლნ ინდივიდი
100მლნ ინდივიდი
120მლნ ინდივიდი
140მლნ ინდივიდი
იმ დეფინიციის გათვალისწინებით, რომელიც გამოიყენება აშშ-ში სამუშაო ძალის კლასიფიკაციისათვის, უმუშევარ ინდივიდთა რაოდენობა ამ ეკონომიკაში არის:
20 მლნ ინდივიდი
40 მლნ ინდივიდი
60 მლნ ინდივიდი
100 მლნ ინდივიდი
იმ დეფინიციის გათვალისწინებით, რომელიც გამოიყენება აშშ-ში სამუშაო ძალის კლასიფიკაციისათვის, უმუშევრობის დონე არის:
10%
16.7%
20%
14.3%
იმ დეფინიციის გათვალისწინებით, რომელიც გამოიყენება აშშ-ში სამუშაო ძალის კლასიფიკაციისათვის, სამუშაო ძალის მონაწილეობის კოეფიციენტი ამ ეკონომიკაში არის:
86%
83%
70%
60%
დავუშვათ, ბოლო მოხსენება გვიჩვენებს, რომ ინდივიდთა რაოდენობა, რომლებიც აღმოჩნდნენ „იმედგაცრუებულ მუშაკთა“ კატეგორიაში, გაიზარდა. სამუშაო ძალის რაოდენობისა და შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ დეფინიციებზე დაყრდნობით და სხვა ფაქტორების უცვლელობის დაშვებით, აღნიშნული მოხსენება მიუთითებს იმაზე, რომ:
დასაქმებულ ინდივიდთა რაოდენობა შემცირდა
უმუშევრობის დონე შემცირდა
სამუშაო ძალის პროცენტული წილი, რომელიც უმუშევარია, გაიზარდა
უმუშევარ ინდივიდთა რაოდენობა გაიზარდა
იმ დეფინიციის გათვალისწინებით, რომელიც გამოიყენება აშშ-ში სამუშაო ძალის კლასიფიკაციისათვის, ჩამოთვლილთაგან რომელი ინდივიდები უნდა იქნეს განხილული, როგორც უმუშევრები:
ინდივიდი, რომელსაც არ გააჩნია სამუშაო და რომელმაც შეწყვიტა მისი ძებნა 6 კვირის წინათ
ინდივიდი, რომელსაც არ გააჩნია სამუშაო და რომელმაც შეწყვიტა მისი ძებნა 5 კვირის წინათ
ინდივიდი, რომელსაც გააჩნია სამუშაო, მაგრამ მუშაობს 40 საათზე ნაკლებს კვირაში (ე.ი., ნახევარ განაკვეთზეა)
ინდივიდი, რომელსაც არ გააჩნია სამუშაო და მიმდინარე პერიოდში ეძებს სამუშაოს
დავუშვათ, GDP-ის დეფლატორი t წელს ტოლია 1.2-ის და t+1 წელს ტოლია 1.35- ის. ინფლაციის ტემპი t და t+1 წლებს შორის პერიოდში არის:
0.15%
15%
12,5%
1,125%
ჩამოთვლილთაგან, რომელია ჩართული GDP-ის დეფლატორში, მაგრამ არ არის ჩართული სამომხმარებლო ფასების ინდექსში?
შუალედური საქმე და მომსახურება
ფირმების მიერ ახალი ქარხნებისა და მანქანა-დანადგარების შეძენა
იმპორტი
სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება
საშუალოვადიან პერიოდში, ცვლილებები GDP-ში გამოწვეულია ცვლილებებით:
მოთხოვნის ფაქტორებში
მიწოდების ფაქტორებში
მოთხოვნისა და მიწოდების ფაქტორებში
მხოლოდ მონეტარულ პოლიტიკაში
რეალური GDP-ის ზრდის გამოთვლილი ტემპი 2001 და 2002 წლებს შორის პერიოდში ჩამოთვლილი წლებიდან რომელს დაემყარება მიმდინარე მეთოდოლოგიის (ე.ი., ჯაჭვური ტიპის ინდექსების) გამოყენებით?
ფასების საშუალო დონეს 2001 და 2002 წლებში
1992 საბაზისო წლის ფასებს
ფასების საშუალო დონეს 2002 და 2003 წლებში
2002 წლის ფასებს
